გიორგი ვოლსკი: „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არსებობს და იგი არსად გამქრალა, ყველას აერთიანებს ერთი სერიოზული თემა - გალაშქრება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, როდესაც გარე ძალა ინტენსიურად შემოტევაზე მიდის, ესენი ერთიანდებიან
„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არსებობს და იგი არსად გამქრალა. ყველას აერთიანებს ერთი სერიოზული თემა - გალაშქრება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას და ანა წითლიძის დაპირისპირებას.
მისი თქმით, როდესაც გარე ძალა ინტენსიურად შემოტევაზე მიდის, ესენი ერთიანდებიან.
„მნიშვნელობა არ აქვს [ოპოზიციის] შიგნით რა დაპირისპირებაა, როგორი სიტყვებით მიმართავენ ერთმანეთს და რა კომპრომატების წარდგენა ხდება ასე ინტენსიურად. მთავარია, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არსებობს და იგი არსად გამქრალა. ყველას აერთიანებს ერთი სერიოზული თემა - გალაშქრება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. როდესაც გარე ძალა ინტენსიურად შემოტევაზე მიდის, ესენი ერთიანდებიან და არიან იმ ერთ გუნდში, რომელიც ხან „მოლოტოვის კოქტეილით“ ხელში ვხედავთ და ხან - პიროტექნიკით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
დაპირისპირება ოპოზიციურ სპექტრში გრძელდება - ანა წითლიძე ნიკა გვარამიაზე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ გვარამია „გაფუჭდა“ და მოუწოდებს, რომ მას ჩუმად ნუ ლანძღავს.