Loading data...
გიორგი ვოლსკი: ჰერჩინსკის აქვს კონკრეტული დავალება ევრობიუროკრატიისგან, რომ როგორმე ხელი შეუწყოს ექსტრემისტული დაჯგუფებების აქტივობებს, რათა არ ჩაქრეს ის ცეცხლი, რომელიც სულ ახლახან რუსთაველის გამზირზე დაინთო

„ჰერჩინსკის აქვს კონკრეტული დავალება ევრობიუროკრატიისგან, რომ როგორმე ხელი შეუწყოს ექსტრემისტული დაჯგუფებების აქტივობებს, რათა არ ჩაქრეს ის ცეცხლი, რომელიც სულ ახლახან რუსთაველის გამზირზე დაინთო“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ამ ფაქტს ადასტურებს ის, რომ ჰერჩინსკი ხვდება ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ჩართულები არიან ამ ექსტრემისტულ საქმიანობაში.

„რაც არ უნდა გულდაწყვეტილი ვიყოთ, ეს არის ფაქტი. ამ ფაქტს ადასტურებს ის, რომ იგი ხვდება ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ჩართულები არიან ამ ექსტრემისტულ საქმიანობაში.

ამ ფაქტს ხედავს ყველა, თავად ის ხალხიც კი, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილის“, ადამიანის მოკვლის, სისხლის ღვრის სურვილით არიან შეპყრობილები. ისინიც ხედავენ, რომ ჩადის პაველ ჰერჩინსკი და მათ ართმევს ხელს. მათთვის ეს სტიმულია, ჩვენთვის კი საკმაოდ სერიოზული გამოწვევა, ვინაიდან ევროკავშირთან ჩვენ ურთიერთობების განვითარებას ვაპირებთ და ევროკავშირის წევრობა ჩვენი უცვლელი მიზანია“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „სოროსის ფონდთან“ დაკავშირებული ოპოზიციონერი აქტივისტი ანანო ცინცაბაძე, რომელიც ზიზღისა და სიძულვილის კამპანიით გამოირჩევა, თავადვე აღიარებს, რომ სოციალურ ქსელში სიძულვილის ენას იყენებს, რითაც ამაყობს. გურიაში გამართულ ღონისძიებაზე, ევროკავშირის ელჩი ოპოზიციის აქტივისტებს შეხვდა. სწორედ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იყო ანანო ცინცაბაძე. ის აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის ღონისძიებებში და არის „სოლიდარობის ფონდ პიელ საქართველოს“ წევრი, რომელსაც პოლონეთი აფინანსებს. მეორე დღეა, ევროკავშირისა და პოლონეთის საელჩოები დუმან და პასუხი არ გაუციათ „ქრონიკის“ შეკითხვაზე, რა კავშირი აქვს პაველ ჰერჩინსკის, ოპოზიციონერ აქტივისტ ანანო ცინცაბაძესთან.