Loading data...
გიორგი ვოლსკი: არასამთავრობო ორგანიზაციების 50%-ზე მეტი, რომლებიც დამკვირვებლების სტატუსს იღებენ, დაკავშირებულია პირდაპირ პოლიტიკურ ძალებთან, მათგან არ უნდა მოველოდეთ ობიექტურობას

არასამთავრობო ორგანიზაციების 50%-ზე მეტი, რომლებიც დამკვირვებლების სტატუსს იღებენ, დაკავშირებულია პირდაპირ პოლიტიკურ ძალებთან. რასაკვირველია, მათგან არ უნდა მოველოდეთ ობიექტურობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ სააშკარაოზე გამოიტანა მონაცემები, რომლებიც შესაძლოა, ყველას არ ჰქონდეს.

„ქართული ოცნების“ მიერ გამოტანილია სააშკარაოზე მონაცემები, რომლებიც შეიძლება, ყველას არ აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციების 50%-ზე მეტი, რომლებიც დამკვირვებლების სტატუსს იღებენ, დაკავშირებულია პირდაპირ პოლიტიკურ ძალებთან და ზუსტი ჩამონათვალი არსებობს იმ ურთიერთობისა, რომელიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩნიათ კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან. რასაკვირველია, მათგან არ უნდა მოველოდეთ ობიექტურობას. საზოგადოება წყვეტს, ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში - ომის, დესტაბილიზაციის მომხრენი, თუ ადამიანები, ვინც იღვწიან იმისათვის, რათა განვითარებამ შეუქცევადი პროცესის სახე მიიღოს”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული.