გიორგი ვოლსკი: ახალმა „ნაცმოძრაობამ“ მოინდომა, რომ გაემიჯნოს ყველაფერს, რასაც ჰქვია სააკაშვილის წარსული, რაც ახალგაზრდების დიდი ჯგუფისთვის მიუღებელია და ფიქრობენ, რომ მათ მოიზიდავენ ქუჩაში, მაგრამ სადაც სააკაშვილის ბანერი გამოჩნდა, იქ მის გარშემო მდგომი არც ერთი ადამიანი წარმატებული არ არის თავის ძალისხმევაში
„კოლექტიური ნაცმოძრაობა“, მიუხედავად იმისა, თუ რა დაპირისპირებაა პიროვნებებს შორის, რჩება ერთ ამოცანაზე ორიენტირებული, ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც მათი აზრით გადაიზრდება საქართველოს აღზევებაში რამდენიმე თაობის შემდეგ ალბათ და ესენი იქნებიან წარმმართველები“, - განაცხადა გადაცემაში დღის ქრონიკა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამაში საგარეო რესურსმა უნდა შეუწყოს ხელი.
„თვითონაც ესმით, რომ აქ არავითარი რესურსი არ გააჩნიათ პროცესებზე გავლენის მოსახდენად. აქედან გამომდინარე ამ პოპულარობის მოპოვების, თუ რაღაცა სხვა იდეებით ხელმძღვანელობენ, როცა ასე მწარედ უპირისპირდებიან ერთმანეთს.
ახალმა „ნაცმოძრაობამ“ მოინდომა, რომ გაემიჯნოს ყველაფერს, რასაც ჰქვია სააკაშვილის წარსული, რაც ახალგაზრდების დიდი ჯგუფისთვის მიუღებელია და ფიქრობენ, რომ მათ მოიზიდავენ ქუჩაში, მაგრამ სადაც სააკაშვილის ბანერი გამოჩნდა, იქ მის გარშემო მდგომი არც ერთი ადამიანი წარმატებული არ არის თავის ძალისხმევაში. აქედან გამომდინარეობს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.