Loading data...
გიორგი სოსიაშვილი USAID-ზე: დემოკრატიის სახელით შეფუთული ორგანიზაცია, რომელმაც მილიარდობით დოლარი დახარჯა, ემსახურებოდა არეულობებს, დაპირისპირებებსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს

„დემოკრატიის სახელით შეფუთული ორგანიზაცია, [USAID] რომელმაც მილიარდობით დოლარი დახარჯა, ემსახურებოდა არეულობებს, დაპირისპირებებს“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატმა კომენტარი გააკეთა USAID-ის გასაჯაროებულ ფაილებთან დაკავშირებით.

„პირდაპირ ჩანს USAID-ისა და მისი ქოლგის ქვეშ არსებული ორგანიზაციების ანტიდემოკრატიული საქმიანობა, სოციალურ ქსელების ტოტალური კონტროლი, მათთვის მიუღებელი ადამიანებისა და ჯგუფების დაბლოკვა-წაშლა.

დემოკრატიის სახელით შეფუთული ორგანიზაცია, რომელმაც მილიარდობით დოლარი დახარჯა, ემსახურებოდა არეულობებს, დაპირისპირებებს, პოლარიზაციის გაღრმავებასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. ეს ხდებოდა საქართველოშიც“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.