1780212062
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: საქართველოს განიხილავდნენ, როგორც თავიანთ ბიზნესპროექტს, ამ ღალატით შოულობდნენ ფულს და ცხადია, დღემდე ძალაუფლების ხელში ჩაგდების წყურვილი აქვთ
საქართველოს განიხილავდნენ, როგორც თავიანთ ბიზნესპროექტს, ამ ღალატით შოულობდნენ ისინი ფულს და ცხადია, დღემდე წყურვილი აქვთ ძალაუფლების ხელში ჩაგდების, ხელისუფლების სათავეში მოსვლის, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე.
„თანხების განაწილებაა მათი დაპირისპირების მთავარი მიზეზი, გარე პატრონებთან ქულების ჩაწერის, ვინ უფრო გაყიდის თავის სამშობლოს, ვინ უფრო მეტად გამოიჩენს თავს არეულობის შემოტანაში და ეს ხდება მათი ურთიერთდაპირისპირების მიზეზი“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.