1789124483
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: მათი დაცემა დაიწყო მაშინ, როდესაც მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი და გარედან თანხები შემოელიათ
„განულებულები, მიწასთან გასწორებულები არიან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.
მისი შეფასებით, ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები „საცირკო წარმოდგენაა“.
„მათი დაცემა დაიწყო მაშინ, როდესაც მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი და შემოელიათ გარედან თანხები, რითაც იკვებებოდნენ. ჩვეულებრივი საცირკო წარმოდგენა, სანახაობაა“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.