Loading data...
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: არჩევნებში შემოვლენ - დამარცხდებიან სასტიკად, რადგან ავტორიტეტი განულებული აქვთ, არ შემოვლენ - პატრონებისგან სასტიკად დაისჯებიან, რადგან თავიანთი თავი არ ეკუთვნით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ აზრთა სხვადასხვაობას გამოეხმაურა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის ოპონენტები ამ საკითხზე გადაწყვეტილებას გარედან მიღებული დავალების შესაბამისად მიიღებენ.

„არჩევნებში შემოვლენ - დამარცხდებიან სასტიკად და იგემებენ სასტიკ მარცხს ჩვენი ხალხისგან, იმიტომ, რომ მათ განულებული აქვთ ავტორიტეტი. თუ ისინი არ შემოვლენ არჩევნებში, პატრონებისგან სასტიკად დაისჯებიან, იმიტომ რომ თავიანთი თავი მათ არ ეკუთვნით. ისინი მთლიანად არიან ორიენტირებულები იმ ჩატზე, რომელიც მე ერთხელ უკვე ვახსენე - პატრონების ჩატზე, სადაც იღებენ დავალებას და ამ დავალების შესაბამისად მოქმედებენ“, - აცხადებს სოსიაშვილი.