1790855397
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი მზია ამაღლობელისთვის ლეხ ვალენსას ჯილდოს გადაცემაზე: საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია, იმ ადამიანის სახელის შეურაცხყოფაა, ვისი სახელობის ჯილდოც გადასცეს
„საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი მზია ამაღლობელისთვის ლეხ ვალენსას სახელობის „სოლიდარობის პრიზის“ გადაცემას.
„როდესაც წაახალისებ ასეთი აქტის ჩამდენ ადამიანს, რომელმაც ხელი აღმართა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს ინსტიტუციაზე, ეს არის ძალადობის წახალისება, რადიკალების წახალისება და ხელის შეწყობაა, რომ ქვეყანაში მათ გარედან მხარდაჭერის იმედი მუდმივად ჰქონდეთ“, - განაცხადა სოსიაშვილმა.
ამასთან, მისი შეფასებით, ეს ფაქტი თავად ეს ამ ჯილდოს გაუფასურებაა.
„იმ ადამიანის სახელის შეურაცხყოფაა, ვისი სახელობის ჯილდოც გადასცეს ამ ადამიანს. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი აბსურდული გამოხტომა და გამოხატულებაა ამ ყველაფრის“, - აღნიშნა დეპუტატმა.