გიორგი სოსიაშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებაზე: რადიკალებს სურთ, ახალგაზრდები ციხეში იყვნენ, ოღონდ თავიანთი სცენარების განხორციელებაში ხელი არ შეეშალოთ და ყველაფერზე წამსვლელები არიან
„რადიკალებს სურთ, ახალგაზრდები ციხეში იყვნენ, ოღონდ თავიანთი სცენარების განხორციელებაში ხელი არ შეეშალოთ და ყველაფერზე წამსვლელები არიან“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალები მზად არიან, გაწირონ ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის.
„ამ ადამიანებმა აღიარეს თავიანთი დანაშაული, მოინანიეს თავიანთი საქციელი და ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში მოქმედებს სამართლიანად და ჰუმანურად. როდესაც შენი მოქალაქე აღიარებს დანაშაულს, ამ შემთხვევაში ასეთი ნაბიჯების გადადგმა ხდება ხოლმე. და ვხედავთ ჩვენ ახლა რადიკალების მხრიდან, რომ ოღონდაც თავიანთი საქმე გააკეთონ, ოღონდაც ამ თავიანთი სცენარების განხორციელებაში რაღაცნაირად ხელი არ შეეშალოთ და ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათ შორის იმაზეც, რომ ახალგაზრდები იყვნენ ციხეში, იმიტომ, რომ მათი წაქეზებულია ეს ახალგაზრდობა, ბუნებრივია, მათ შეიყვანეს შეცდომაში, წააქეზეს ეს ხალხი და ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, რომ გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.