Loading data...
გიორგი სოსიაშვილი ახალაიაზე: ამბობს, რომ ორგანიზებას ახდენდა, თან გამოძრომას ცდილობს ამ საქმიდან, მაგრამ ყველაფერი აშკარაა, გამოძიებამ ხელის გულზე დადო ყველაფერი, წუთების და წამების სიზუსტით

„ამბობს, რომ ორგანიზებას უკეთებდა, თან გამოძრომას ცდილობს ამ საქმიდან, მაგრამ ყველაფერი აშკარაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა ბაჩო ახალაიას აღიარებასთან დაკავშირებით.

სოსიაშვილის თქმით, გამოძიებამ ხელის გულზე დადო ყველაფერი, წუთების და წამების სიზუსტით.

„როგორც კი დაინახა ამ ადამიანმა, რომ გეგმა ვერ განხორციელდა, მაშინვე დაიწყო ხელების შეწმენდა ამ ხალხზე, რომ გამომძვრალიყო ამ საქმიდან და მთელი ამ თავიანთი ჩაფლავების, რევოლუციური მარცხის ისრები ამ ხალხისკენ გადაეტანა“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავა. ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.