Loading data...
გიორგი კალანდარიშვილი: კენჭისყრის დღესთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ არსებობს - აპარატები იძლევა გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს

„დღეს კენჭისყრის დღესთან მიმართებით არ არსებობს კითხვის ნიშნები. აპარატები იძლევა სიმარტივისა და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს, იძლევა უსაფრთხოებას და იძლევა კვალდაკვალ ყველა პროცესის გადამოწმებასა და აუდიტირების შესაძლებლობას, რაც არ ტოვებს სივრცეს,“ - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. 

„ჩვენ ხშირად გვესმოდა, რომ რა მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიას, მთავარია ვინ მართავს ამ პროცესს. ზუსტად ეს გვაძლევს ნიშანს, რომ ეს ყველაფერი ხორციელდება იმისთვის, რომ ის ტექნოლოგიური უპირატესობები, რომელიც კენჭის ყრის დღეს აქვს, გადაიფაროს. საუბრობენ იმ ადამიანების მიკერძოებაზე, რომლებმაც პროცესი უნდა მართონ.

ამიტომ, მოვუწოდებ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ პრაქტიკაში დავაკვირდეთ მათ საქმიანობას და თუ გამოვლინდება ფაქტები მათი მხრიდან მიკერძოების, ნეიტრალიტეტის დარღვევის, მერწმუნეთ, რომ კანონის ფარგლებში სრული სიმკაცრით იქნება ყველა ზომა მიღებული“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.