Loading data...
გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: დღეს, პირველ რიგში, „ნაცმოძრაობის“ მიმართ იქნება კითხვები დასმული და მოუწევთ კონკრეტული პასუხების გაცემა

დღეიდან საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის სასამართლო განხილვა ახალ ეტაპზე გადადის. კითხვებს მოპასუხე მხარეს ამჯერად მოსარჩელეები დაუსვამენ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, ოპოზიციურ პარტიებს მოუწევთ, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მკაფიო და არგუმენტირებული პასუხები გასცენ.

„დღეს, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ კითხვები დავუსვათ ამ პარტიებს, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ იქნება ეს კითხვები დასმული. რა თქმა უნდა, ბევრი საკითხია, რომლის დაზუსტებასაც მოვთხოვთ მათ და მოუწევთ კონკრეტული პასუხების გაცემა, რადგან ისინი ხშირად ცდილობდნენ, რომ პასუხები, რომლებიც მათ გასცეს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს, ეს პასუხები ან იყო კითხვიდან თავის არიდების მცდელობა, ან არარსებულ ფაქტებზე ან ტყუილებით საუბრობდნენ და ასე შემდგომ.

ბუნებრივია, ჩვენ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩვენ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ და ყოველი შემთხვევა იქნება ჩვენი მხრიდან დაფიქსირებული“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.