Loading data...
ციმბირში, კემეროვოს ოლქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა

ციმბირში, კემეროვოს ოლქში An-12 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ბორტზე 19 ადამიანი იმყოფებოდა ყველა მათგანი დაიღუპა.

„კატასტროფის წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა“, - დასძინა დეპარტამენტმა.

მათივე ცნობით, თვითმფრინავი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.