Loading data...
გიორგი კახიანი: საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელშიც ადამიანების მკვლელობები და უმძიმესი ფაქტებია მითითებული, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს - რამდენად მძიმეა, როცა ასეთ რამეს ამბობ, ესეც წარმოაჩენს, რომ ისინი წარსულს არ ნანობენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის დასკვნას არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს.

მისი თქმით, მძიმეა, როდესაც დასკვნას, რომელშიც ადამიანების ტრაგიკული შემთხვევებია მითითებული, ასე მოიხსენიებენ.

„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის დასკვნას არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს. რამდენად მძიმე არის, როცა ასეთ რაღაცას ამბობ. დასკვნა, რომელშიც არის ადამიანების ტრაგიკული შემთხვევები, მკვლელობები და უმძიმესი ფაქტები მითითებული, რომლის უკანაც კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ადამიანები დგანან და უმძიმესი შემთხვევები არის მოყვანილი და ამას მოიხსენიებენ, როგორც ასავალ-დასავალის კრებულს. ესეც წარმოაჩენს მათ, რომ კი არ ნანობენ იმ წარსულს, რომელიც მათ ჰქონდათ და კი არ ემიჯნებიან იმას, არამედ პირიქით, იგივე დამოკიდებულებაა, იგივე საფრთხეს ქმნიან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის, ისინი რომ ხელისუფლებაში მობრუნდნენ”, - განაცხადა კახიანმა.