Loading data...
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5926 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5933 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8423 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.8547 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0513 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 21 ნოემბერს შევა ძალაში.