გიორგი კახიანი: მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამ მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ თურმე, ეს გამოხატვის თავისუფლება ყოფილა
„მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შეურაცხყოფა მიაყენა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ თურმე, ეს გამოხატვის თავისუფლება ყოფილა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ხდება რადიკალიზმის და სიძულვილის ენის წახალისება, რასაც ადგილი აქვს ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან.
„მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შეურაცხყოფა მიაყენა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ თურმე, ეს გამოხატვის თავისუფლება ყოფილა. როცა ასეთ განცხადებას აკეთებ, ამით რადიკალიზმს და სიძულვილის ენას ახალისებ.
როგორც წესი, ამას კონკრეტული მოქმედება მოჰყვება ხოლმე. თუ ამ ყველაფერს ამ კონტექსტში შევხედავთ, ვნახავთ, რომ რადიკალიზმის და სიძულვილის ენის წახალისება ხდება, რასაც ადგილი სამწუხაროდ, ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან აქვს“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.