გიორგი კახიანი IRI-ის კვლევაზე: ფაქტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მალავდნენ კვლევის შედეგებს, მიუთითებს, თუ რაოდენ მძიმე მდგომარეობაში არიან ისინი
„ის ფაქტი, რომ ეს ოპოზიციის წარმომადგენლები მალავდნენ კვლევის შედეგებს, მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ მძიმე მდგომარეობაში არიან ისინი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რითაც IRI-ის სკანდალურ კვლევას გამოეხმაურა.
კახიანის შეფასებით, კვლევა არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ოპოზიცია წარმართავს.
„ამ კვლევის შედეგებით, რომლებიც შემთხვევით გაჩნდა და ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, ფიქსირდება IRI-ს კვლევებით, თავად IRI-ს კვლევებითაც კი ფიქსირდება, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, თუკი როდისმე IRI-ს კვლევებში ეს გამოჩენილა.
ამის საპირისპიროდ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ზოგადად, მთლიანად რადიკალური ოპოზიციისთვის ჯამში აღებული, ხომ? ანუ, ეს არის რეალურად იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც, ერთი მხრივ, ხელისუფლება ახორციელებს და მეორე მხრივ, იმ მავნებლური საქმიანობის შედეგი, რომელსაც რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები მთელი ამ ხნის განმავლობაში წარმართავდნენ“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.