Loading data...
გიორგი კახიანი: არანაირ სინანულს არ გამოხატავენ წარსულში ჩადენილი ქმედებების მიმართ, პირიქით, საუბრობენ, რა კარგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი, ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება, რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში იმავეს გაიმეორებენ

„ეს დღეები ვუსმენთ „ნაციონალური მოძრაობის“ ახსნა-განმარტებებს და ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ეს ძალა არანაირად არ შეცვლილა. ეს არის იგივე ძალა, როგორიც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. უბრალოდ ელოდებიან თავის დროს, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის შესაფერის დროს ელოდება. კახიანს მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში იმავეს გაიმეორებენ, რადგან მათ წარსულში ჩადენილი ქმედებების გამო არანაირი სინანულის გრძნობა არ გააჩნიათ.

„ჩვენ ეს დღეები ვუსმენთ 'ნაციონალური მოძრაობის“ ახსნა-განმარტებებს და ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ეს ძალა არანაირად არ შეცვლილა. ეს არის იგივე ძალა, როგორიც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ისინი უბრალოდ ელოდებიან თავის დროს, რომ მობრუნდნენ ხელისუფლებაში და იგივე მოქმედებებს განაგრძობენ, როგორც აქამდე იქცეოდნენ.

ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი არანაირ სინანულს არ გამოხატავენ წარსულში ჩადენილი იმ ქმედებების მიმართ, რასაც ჩვენ მათ ვედავებით. პირიქით, ისინი საუბრობენ იმაზე, თუ რა კარგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდ. არანაირი სინანული არ გააჩნიათ მათ თავიანთი მოქმედებების. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი მოსვლის შემთხვევაში საფრთხე იქნება დიდი, საფრთხე დაემუქრება ადამიანის უფლებებს, ზოგადად კონსტიტუციურ წყობილებას.

ამიტომაც არის, რომ ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება, რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის, წარმოადგენდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა ხელისუფლება და ზოგადად ქვეყანა მაშინ და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ისინი იმავეს გააკეთებენ და იმავეს გაიმეორებენ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.