Loading data...
გიორგი გამსახურდია: მეექვსე კლასტერს სანამ გახსნიდა ევროკავშირი სანიმუშო მოლდოვასთან, წინაპირობა თალიბანთან მჭიდრო თანამშრომლობა ყოფილა

გიორგი გამსახურდია მოლდოვაში „თალიბების“ დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა. 

„ევროინტეგრაციის გზაზე, მოწინავე მოლდავეთს, თალიბების დელეგაცია ეწვია. მეექვსე კლასტერს სანამ გახსნიდა ევროკავშირი, სანიმუშო მოლდოვასთან, წინაპირობა, თალიბანთან მჭიდრო თანამშრომლობა ყოფილა. წარმოგიდგენიათ, ვინმეს, ჩვენთან მსგავსი რამე რომ გაევლო თავში, რას იზამდნენ?“, - აცხადებს გიორგი გამსახურდია. 

ინფორმაციისთვის, 3 აგვისტოს უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლდოვაში „თალიბანის“ დელეგაცია ჩავიდა. 

მოგვიანებით კი, მოლდოვამ ქვეყანაში „თალიბანის“ დელეგაციის ვიზიტი დაადასტურა.