Loading data...
გიორგი გაბუნია: ვინ გააკეთა იმაზე მეტი საქმე რუსეთისთვის, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ - ეს იყო ხელისუფლება, რომელთაც სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ფედერაციას გადასცეს

„ვინ გააკეთა იმაზე მეტი საქმე რუსეთისთვის, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. ეს იყო ხელისუფლება, რომელთაც სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ფედერაციას გადასცეს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის შეფასებისას.

გაბუნიას თქმით, მათ მისცეს რუსეთს თანხმობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე.

„ვინ გააკეთა იმაზე მეტი საქმე რუსეთისთვის, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. ეს იყო ხელისუფლება, რომელთაც სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ფედერაციას გადასცეს. მისცეს თანხმობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. ხელი მოაწერეს იმ დანაშაულებრივ რეზოლუციას, სადაც მათ დააბრალეს ქართველ სამხედროებს ომის დანაშაული. ეს არის ძალა, რომელიც პირდაპირ იმართებოდა გარედან და ეს იყო აგენტურა, რომელთაც უმძიმესი შედეგები მოუტანეს მათი მმართველობის პერიოდში ჩვენს სახელმწიფოს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ეს დრო დავასრულოთ ჩვენს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„ნაციონალური მოძრაობა“, ეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია თავისი განშტოებებით, მათთვის სიტყვა რადიკალურობა კიდევ მსუბუქია. ესენი არიან ექსტრემისტები, ტერორისტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ატერორებდნენ.

სარჩელში დეტალურად არის წარმოდგენილი მთელი რიგი ის გარემოებები, რაც ჩვენს მოსაზრებას ეფუძნება, რომ ისინი უნდა აიკრძალონ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ 2024-25 წლებში რაც ჩაიდინეს, შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, 4 ოქტომბრის მოვლენები. ასევე, პარლამენტზე არაერთხელ შტურმი. 2020 წელს შტურმი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაზე. 2019 წელს ასევე გამოსვლები. რამდენჯერ იყო რევოლუციის მცდელობა და სამოქალაქო ომის წამოწყების მცდელობა ჩვენს ქვეყანაში. როდემდე უნდა იაროს ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა საზოგადოებამ ამ მოჯადოებულ წრეზე“, - აღნიშნა მან.