1790680326
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია „ნაცმოძრაობაზე“: ეს ძალა საზოგადოების თვალში არის გაკოტრებული და დამთავრებული
„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანამატებს, რომლებიც მუდმივად ფინანსდებიან და გარედან მხარდაჭერილები არიან, აქვთ ერთადერთი დავალება - პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია მოახდინონ“, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რითაც ის IRI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საზოგადოებაში რადიკალურ ოპოზიციას არანაირი პერსპექტივა აღარ დარჩა.
„ეს ძალა არის გაკოტრებული და დამთავრებული ჩვენი საზოგადოების თვალში. ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მას აქვს უპრეცედენტო ნდობა, ეს ჩვენ ვნახეთ როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.