1761384159
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: ქვეყანამ ყველა ღონე უნდა იხმაროს რადიკალური ძალების შეკავებისთვის
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, ქვეყანამ ყველა ღონე უნდა იხმაროს რადიკალური ძალების შეკავებისთვის.
„ის, რაც მათთვის არის მისაღები, ჩვენთვის უნდა იყოს მიუღებელი. წარმოიდგინეთ აშშ, ამხელა ქვეყანა, ამხელა გამოწვევებით და ხედავს აუცილებლობას, რომ გაამკაცროს „ფარას“ კანონი, რომელიც ისედაც მკაცრია. დღეს მსოფლიოში ვითარება არსებითად შეცვლილია. რბილი ძალა, რომელიც სოლიდური თანხებით ფინანსდება და ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირების გამწვავებას, რა თქმა უნდა, ქვეყანამ ყველა ღონე უნდა იხმაროს ამ პროცესის პრევენციისთვის და ამ ძალების შეკავებისთვის“,- აღნიშნავს გაბუნია.