გიორგი გაბუნია ევროკომისიის სკანდალზე: ევროპელებისთვის ალბათ გამაოგნებელია ეს ამბავი, თუმცა ჩვენთვის არახალია, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცით, არაერთხელ დავინახეთ თუ როგორ უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში საგარეო აქტორები
„ევროპელებისთვის ალბათ გამაოგნებელია ეს ამბავი, თუმცა ჩვენთვის არახალია, ვინაიდან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, არაერთხელ დავინახეთ თუ როგორ უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში საგარეო აქტორები“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ ევროკომისიის სკანდალთან დაკავშირებით.
გაბუნიას თქმით, რუსთაველის გამზირზე არაერთხელ ვიხილეთ ევროპარლამენტარები, საგარეო მინისტრები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ დემონსტრანტებს, რომ გამოეჩინათ სიმტკიცე.
„ევროპელებისთვის ალბათ გამაოგნებელია ეს ამბავი, თუმცა ჩვენთვის არახალია, ვინაიდან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, არაერთხელ დავინახეთ თუ როგორ უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში საგარეო აქტორები. მათ შორის, რუსთაველის გამზირზე არაერთხელ ვიხილეთ ევროპარლამენტარები, საგარეო მინისტრები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ დემონსტრანტებს, რომ გამოეჩინათ სიმტკიცე, მეტი შეტევა, მეტი ბრძოლისუნარიანობა, რომ გადაეყირავებინათ, გადაეტრიალებინათ ქვეყანა და ახლა ეს პოლიტიკური კარმა ასმაგად მიუბრუნდათ. საფრანგეთსა და იტალიაში უმძიმესი ფაქტები ვიხილეთ. თავად უმძიმესია ის ფაქტი, როდესაც ჩვენ ვნახეთ ევროკომისია, რომელიც მთავარი აღმასრულებელი ორგანოა ევროკავშირის, მისი ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი არის ბრალდებული ამ საკითხში, რომ ის აფინანსებდა იმ ძალადობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ აქციებში მონაწილეობდნენ.
რას ვხედავთ და რა არის ეს, აგერ საკუთარ სივრცეში არ ინდობენ ერთმანეთს და ჩვენ დაგვინდობენ ესენი?! - ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიყოთ პრინციპულები და უკომპრომისოები, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ევროკავშირში ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დგას მათი ერთიანობა, რომ ძალიან სერიოზულად არის დაპირისპირება. საუბარია, იტალიაზე, საფრანგეთზე. მათ შორის, ჩვენ ვნახეთ გერმანიაში როგორი მარცხი განიცადეს. ეს ორი, სამი ქვეყანა, რომელიც პრაქტიკულად პოლიტიკურ ამინდს ქმნის ევროპაში, ასეთი პრობლემების წინაშეა. ეს კიდევ ერთი მიმანიშნებელია იმისა, რომ პირველ რიგში, საფრანგეთში, სადაც ძალიან მალე იქნება არჩევნები, მიღებულია გარკვეული გადაწყვეტილებები.
მნიშვნელოვანია ჩვენ დაველოდოთ და ვნახოთ როგორ განვითარდება იქ პროცესები.
ფაქტი ერთია, ისეთი დიდი ქვეყნებიც კი, როგორიც არის საფრანგეთი, იტალია, არ არიან დაზღვეულები მსგავსი ჩარევებისგან“, - აღნიშნა მან.