გიორგი გაბუნია: ევროკავშირის პოლიტიკას და იმ მიდგომებს, რომელიც მათ გააჩნიათ, თავად ევროკავშირი მიჰყავს ჩიხში და დაღუპვამდე
მმართველი გუნდის დეპუტატი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა არათანმიმდევრულია.
„მეოცე სასანქციო პაკეტში იგეგმებოდა ყულევის ტერმინალის შეტანა იმის გამო, რომ ჩვენ გვაბრალებდნენ თითქოს სანქცირებულ ნავთობპროდუქტებს ვიღებდით. მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ახდენს თავისი ინტერესების დაცვას, ისე, როგორც ის საჭიროდ მიიჩნევს - შეაჩერა იმპორტთან დაკავშირებით აკრძალვა რუსულ ნავთობზე, მაშინ, როდესაც თავად ის ევროპული ფული, რომელიც მიედინება ამ ენერგორესურსებისთვის, ფინანსდება ის სამხედრო მოქმედებები, რომელსაც ვხედავთ უკრაინაში.
მათი პოლიტიკა არის არათანმიმდევრული და ჩვენ ამას სულ ვუსვამდით ხაზს. ევროკავშირის პოლიტიკას და იმ მიდგომებს, რომელიც მათ გააჩნიათ, თავად ევროკავშირი მიჰყავს ჩიხში და დაღუპვამდე, ამიტომ ეს არის სრულიად მიუღებელი“, - აღნიშნა გაბუნიამ.