გიორგი გაბუნია ჩუბინიძეზე: ამ ადამიანმა რაც გააკეთა, იყო ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი, რამაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, „ასავალ-დასავალი“ არის კანტორა, რომელიც უბინძურეს ბრალდებებს უყენებდა საქართველოს, რამაც დააზიანა ქვეყნის ინტერესები.
„ეს არის კანტორა, რომელიც უბინძურეს ბრალდებებს უყენებდა ჩვენს სახელმწიფოს, რამაც რეალურად საფრთხე შეუქმნა იმ მოლაპარაკების და დელიმიტაციის პროცესს, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს მეზობელ, მეგობარ ქვეყანასთან.
ეს ადამიანი შეეცადა, რომ ჩვენი ქვეყანა დაეზიანებინა, მის მიერ შეთითხნილი იმ ბინძური ბრალდებებით, რასთან დაკავშირებითაც ის საუბრობდა. ამიტომ მოუწევს, სასამართლოში წარადგინოს მტკიცებულებები და არგუმენტები და დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.
კრიტიკა და ბინძური ბრალდება უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ამ ადამიანმა რაც გააკეთა, ეს იყო ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი, რამაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.