Loading data...
გერმანიაში 31 ოქტომბერს ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართება

ეგრმანში პოლციია და უსაფრთხოების სტრუქტურები 31 ოქტომბრისთვის ახლაგაზრების მიერ დაგეგმილი აქციებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

გერმანიის შს სამინისტროს ცნობით, ამჟამად რეგიონულ ხელისუფლებებთან, ასევე საფრანგეთთან და იტალიასთან შესაძლო რისკების შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს. კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყება საიტებს, ტელეარხებს და სოციალურ ქსელებს აკვირდება, სადაც ძალადობრივი აქციებისკენ მოწოდებები შეიძლება გავრცელდეს.

გერმანიის შს სამინისტრო აფრთხილებს იმ პირებს, ვისაც ქვეყანაში ჩასვლა სურს აქციებში მონაწილეობის მისაღებად, რომ ისინი, შეიძლება საზღვარზე არ გაატარონ.

გერმანიის შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აუცილებელია მშვიდობიანი დემონსტრაციების და რადიკალური ჯგუფების ქმედებების გამიჯვნა.

„არსებობს  ქუჩის მშვიდობიანი პროტესტი. მეორეს მხრივ კი არის ექსტრემისტული გარემო, რომელიც ძალადობისკენ არის მიდრეკილი და მსგავს აქციებს ძალადობის პროვოცირებისთვის იყენებს“, - განაცხადეს გერმანიის შს სამინისტროში.

აქციების ინიციატორები არიან მოძრაობა "GenZ regelt" (Z თაობა გადაწყვეტილებას იღებს) და "GenZ steht auf" (Z თაობა ფეხზე დგება). მოძრაობის საიტზე წერია, რომ ის განათლების, ჯანდაცვის და კლიმატის დაცვის გაუმჯობესებას, მისაღები ცხოვრების დონის უზრუნველყოფას მოითხოვს, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურის და ახალგაზრდების ხარჯზე საბიუჯეტო ეკონომიკის წინააღმდეგ გამოდიან.

აქცია ერთდროულად გერმანიის 21 ქალაქში უნდა გაიმართოს.

სკოლის მოსწავლეთა მასობრივი საპროტესტო აქციები ოქტომბრის ბოლოდან საფრანგეთში მიმდინარეობს. მისი მონაწილეები სკოლების უზრუნველყოფის, სწავლის პირობების გაუმჯობესებას და პედაგოგთა რაოდენობის გაზრდას მოითხოვენ. მოგვიანებით ასეთი აქციები იტალიაშიც გაიმართა. ორივე ქვეყანაში აქციებს ძალადობრივი ქმედებები მოჰყვა.