Loading data...
გიორგი გაბუნია: ჩემი სრული სოლიდარობა ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“. მაშინ, როდესაც ყველა მხრიდან უტევენ ჩვენს ქვეყანას და აწარმოებენ საინფორმაციო დივერსიათა კასკადს ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ, თქვენ ხართ სიმართლის მძლავრი ხმა

„ჩემი სრული სოლიდარობა ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“, თითოეულ ჟურნალისტს და თანამშრომელს“, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერი გიორგი გაბუნია.

„მაშინ, როდესაც ყველა მხრიდან უტევენ ჩვენს ქვეყანას და აწარმოებენ საინფორმაციო დივერსიათა კასკადს ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ, თქვენ ხართ სიმართლის მძლავრი ხმა“, - აღნიშნავს გიორგი გაბუნია.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.