Loading data...
გიორგი ჩაკვეტაძე თაზო დათუნაშვილს: რაც ბატონ თენგიზს საქართველოსთვის აქვს გაკეთებული, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, ვერც კი წარმოიდგენს ეს სრული გაუგებრობა და უზრდელური წარმონაქმნი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში, „ტვ პირველის“ ეთერში „ლელოს“ წევრის განცხადებას ეხმაურება.

საუბარია განცხადებაზე, რომელშიც „ლელოს“ წევრი „ქართული ოცნების“ დეპუტატს შეურაცხყოფას აყენებს.

„ბატონი თენგიზ შარმანაშვილი არის ჩვენი სამშობლოს გამორჩეული პატრიოტი და პატივსაცემი კაცი.

თაზო დათუნაშვილს თუ დათო თაზუნაშვილს რომ ჰკითხო, თბილისშია გაზრდილი, მაგრამ უკადრებლების კადრებას ვერ გადაეჩვია.

რაც ბატონ თენგიზს საქართველოსთვის აქვს გაკეთებული, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, ვერც კი წარმოიდგენს ეს სრული გაუგებრობა და უზრდელური წარმონაქმნი.

თუმცა, აგენტურისგან და მისი „ლელოს“ დანაყოფისგან არც ეს უნდა გაგვიკვირდეს“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.