Loading data...
გიორგი ჩაკვეტაძე: რადიკალთა ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ეთერში აანონსებს რევოლუციას, ყველაფერზეა წამსვლელი, ჩვენს მოქალაქეებსა და პარტიის ოფისებზე თავდასხმას არავის გავუტარებთ!

„შეურაცხყოფების ნიაღვარი, რაც „ქართული ოცნების“ წევრებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების მიმართ მოედინება ამაზრზენი და მიუღებელია“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც ჩაკვეტაძე წერს, უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლები, საქართველოს მშვიდობიან განვითარებას ეწინააღმდეგებიან. 

„რადიკალთა ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ეთერში აანონსებს რევოლუციას, ყველაფერზეა წამსვლელი.

უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლები ქართულ საზოგადოებას მტრობენ და სახელმწიფოს მშვიდობიან განვითარებას ეწინააღმდეგებიან.

ჩვენს მოქალაქეებსა და პარტიის ოფისებზე თავდასხმას არავის გავუტარებთ, გამორიცხულია!“ - წერს ჩაკვეტაძე.