Loading data...
გია ვოლსკი: სტრატეგიული ობიექტები გაყიდა სააკაშვილმა რუსეთზე და მათი მხრიდან უსაფრთხოების გარანტია მიიღო

2014 წლიდან სახელმწიფო არ დათანხმდა სააკაშვილის მიერ გასხვისებული სტრატეგიული ობიექტების მფლობელის შემოთავაზებას, რომ გაზრდილიყო ტარიფები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ლევან ჟორჟოლიანის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ მიმდინარეობს დაპირისპირება.

„სტრატეგიული ობიექტები გაყიდა სააკაშვილმა რუსეთზე და მათი მხრიდან უსაფრთხოების გარანტია მიიღო“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.