Loading data...
გია ვოლსკი: სავალალოა, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ საკუთარ თავს და დაპირისპირებული არიან ქვეყნის მომავალთან

„რასაკვირველია, ოპოზიციის აკრძალვა არ არის კარგი, თუ ოპოზიციაა, თუ არის არა ოპოზიცია, არამედ გარკვეული ჯგუფი, რომელიც კონკრეტული გეგმით მოქმედებს იმისათვის, რათა ქვეყანა ჩავარდეს წარმოუდგენელ და შეუქცევად განსაცდელში, ეს ერთადერთი გზა არის“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე გზაც არსებობს, რომელსაც სააკაშვილი მიმართავდა.

„განუკითხავად ყველას სჯიდნენ, აშინებდნენ და ციხეში ყრიდნენ. მეორე საკითხია, რომ არ შეიძლება, ქვეყანაში მუდმივად არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად მოქმედებენ, არ მალავენ, რას აკეთებენ.

დიახაც, გვინდა, რომ რუსეთთან ეკონომიკურ და სამხედრო დაპირისპირებაში შევიდეთო. მათი განცხადებები კონკრეტულ ქმედებაში გადაიზარდა და არაერთხელ, ხუთჯერ თუ ექვსჯერ. ამით რეალური საფრთხე შეექმნა ქვეყანას და მომავალშიც შეექმნება. ამ დროს პარტიების აკრძალვა ოპტიმალური გადაწყვეტილებაა, სასიხარულო არაფერია.

სავალალოა, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ საკუთარ თავს და დაპირისპირებული არიან ქვეყნის მომავალთან. გვეუბნებიან, უკრაინა როგორც იქცევა, შენც ისე უნდა ჩადგე სისხლის გუბეშიო, როცა ამ ნამცხვრის გაყოფა დაიწყება, ნაჭრის გარეშე დარჩები, თუკი დღესვე არ გაწირავ ხალხსო.

პოლიტიკური პარტია ხარ, მუდმივად ხარ, არაფერი გეხება, მორჩა, დამთავრდა? მერე რა, თუ აწამებ, დახვრიტავ? დასახვრეტი იყოო. ნებისმიერ სახელმწიფოში ასეთი ერთი დანაშაული მაინც რომ ჩაედინათ, შესაბამისი რეაგირება იქნებოდა. აბა, რამე თქვან საფრანგეთზე, ბელგიაზე, ნიდერლანდებზე, ძაღლები მიუქსიეს ხალხს“, - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი.