Loading data...
გია ვოლსკი ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს 2012 წლამდე და მას შემდეგ ჩადენილი ინტენსიური დანაშაულები არათუ ამნეზიურად „დაავიწყდათ“, არამედ ამ ყველაფრის გამართლებაც კი დაიწყეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, ოპონენტები სასამართლოს ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებენ და წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამართლებას ცდილობენ.

მისი თქმით, სწორედ ასეთი დესტრუქციული პოლიტიკური ძალების საქმიანობის აღსაკვეთად გახდა საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა.

„რეალურად, არც 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაული და არც მას მერე ჩადენილი, მუდმივად, ინტენსიური დანაშაულები ამ ადამიანებს არათუ ამნეზიურად „დაავიწყდათ“, არამედ გამართლება დაიწყეს იმის, რომ ისეთი სადისტური მართვა საჭირო იყო და დღეს, ვითომდა დემოკრატიის დასაცავად, საჭიროა ის, რომ საქართველოში სისხლი დაიღვაროს და შემდგომ პროცესებში ჩაერთოს, რომელიც ახასიათებს საერთაშორისო დაპირისპირების მიმდინარე პროცესს. აქედან გამომდინარე გახდა აუცილებელი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიგვემართა, რათა საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს პოლიტიკურ ველზე ასეთი დესტრუქციული ძალებისაგან“, - აცხადებს ვოლსკი.