გია ვოლსკი: ყველამ უნდა იცოდეს, რომ კორუფცია, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროცესი, იქნება ყოველთვის სერიოზულად დასჯილი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მედიასთან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულები სერიოზულად დაისჯება.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ კორუფცია, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროცესი, იქნება ყოველთვის სერიოზულად დასჯილი და რეალურად ის რესურსი, რომელიც საქართველოს გააჩნია, ამ რესურსის ძალიან დიდი ნაწილი იქნება მიმართული იმისაკენ, რომ არა თუ არ დაიშვას ასეთი შემთხვევები, არამედ ყველა შემთხვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა უახლოეს წარსულში, იქნეს გამოვლენილი და გამომჟღავნებული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, სუსმა 2023 წელს დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი დააკავა.