1766142299
პოლიტიკა
გია ვოლსკი: ყველა კანონი, რომელიც მივიღეთ, ემსახურებოდა მთავარ მიზანს, რომ შეგვენარჩუნებინა ამ ტურბულენტურ სამყაროში სტაბილურობა და ეს შევძელით
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის საშემოდგომო სესიის განმავლობაში გაწეული სამუშაოები შეაფასა.
„ყველა კანონი, რომელიც მივიღეთ, ემსახურებოდა მთავარ მიზანს, რომ შეგვენარჩუნებინა ამ ტურბულენტურ სამყაროში სტაბილურობა და ეს შევძელით. იმაში, რომ ქვეყანა არ გადაჩეხილიყო, პარლამენტს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის.
ამ პერიოდში გამოვყოფდი განათლების რეფორმის შესახებ მიღებულ ერთ პაკეტს, თუმცა მუშაობა ამ თემაზე გრძელდება“, - აღნიშნა ვოლსკიმ.