გია ვოლსკი გედევან ფოფხაძეზე: ეძგვერაძე ბარნაბასავით არის - რომელ პარტიას ეკუთვნის, ვერავინ გაიგო

[გედევან] ფოფხაძემ მიაღწია თავის მიზანს, გამოჩნდა, როგორც იქნა. ეძგვერაძე ბარნაბასავით არის - რომელ პარტიას ეკუთვნის, ვერავინ გაიგო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ.
უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ ვინმე ბიძინა ივანიშვილს ცეცხლხს წაუკიდებს, მას არ ეწყინება.
„ფაქტია, რომ დანაშაულის ჩადენის წინაპირობის გაუბრალოება არის ერთ-ერთი „ტრენდი“, სცენარის ნაწილი. გედიმ დაინახა, რომ ამ მიმართულებას გარკვეული პოპულარობა გააჩნია და დაიწყო ამ თემაზე საუბარი. ეს არის მიზანი ხელის გარტყმის, ბანერის დაზიანების, განუკითხაობის ატმოსფეროს შექმნის წინაპირობა, მაშინ, როდესაც პროვოცირებას უკეთებ დაპირისპირებას“, - განაცხადა ვოლსკიმ.