1776659879
პოლიტიკა
გია ვოლსკი: ჩვენი ოპონენტების რიტორიკა არ შეცვლილა, მათთვის ნებისმიერი სახის ინვესტიცია ტრაგედიას წარმოადგენს
ჩვენი ოპონენტების რიტორიკა არ შეცვლილა. მათთვის ნებისმიერი სახის ინვესტიცია ტრაგედიას წარმოადგენს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რითაც ის გამოეხმაურა საქართველოში ტრამპის ორგანიზაციის მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
„როდესაც შემოდის ემაარ ჯგუფი, შემოდის ტრამპის კომპანია, რასაკვირველია ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი. მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც სოციალური პაკეტის გაუმჯობესებაზე, ასევე, სამუშაო ადგილების შექმნაზე. სწორედ ეს გარემოებები ისტერიკაში აგდებს ე.წ. ოპონენტებს. ამ წუთშიც სხედან და ფიქრობენ როგორი პროპაგანდისტული მავნებლობა დაუპირისპირონ ამას“, - აღნიშნა ვოლსკიმ.