გია ვოლსკი: არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა, მით უმეტეს ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე

„თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა, არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა!“ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, აღნიშნული ფაქტი ძალიან მძიმეა როგორც გუნდისთვის, ისევე მისი ლიდერისთვის.
„ძალიან ემოციურია მთელი გუნდისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერისთვისაც განსაკუთრებით ემოციურია. მაგრამ ფაქტია, მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა, უგანეს საერთო იდეას, საქართველოს ინტერესს, გუნდს და იმ პრინციპებს, რაზეც მყარად ვიყავით შეთანხმებულები - არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება და მით უმეტეს ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე, ეს იყო ჩვენი პრინციპი, ამ პრინციპს დავიცავთ და ამ პრინციპით ვართ მოწინავეთა შორის მსოფლიოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თუკი ამ ბრძოლის დროს გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, ან თანამოაზრე, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაც არის და გარდა ამისა, არის ინდიკატორი იმ პრინციპისა, იმ პოლიტიკისა, რასაც „ქართული ოცნება“ მომავალშიც გაატარებს. არავითარი დანდობა, ვინაიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ეს ყველაფერი გაკეთებული“, - აღნიშნავს ვოლსკი.