Loading data...
გია აბაშიძე: საქართველოს მორიგ პროგრესს ევროკომისიის მიერ დაკვეთილი კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს და კვლავ „სადღაც გადავუხვიეთ“ ევრო-ბიუროკრატებო? დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია

„მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, დანაშაულის კონტროლის ინდექსს აქვეყნებს. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 92% მიიღო და მსოფლიოში მე-17 ადგილზე გავიდა“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, იაპონიის გარდა და ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს.

„საქართველოს მორიგ პროგრესს ევროკომისიის მიერ დაკვეთილი კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს და კვლავ „სადღაც გადავუხვიეთ“ ევრო-ბიუროკრატებო? დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია. რასაკვირველია, დასავლელი ობიექტური, მრავალდარგოვანი ექსპერტების შეფასებები უფრო წონადია, ვიდრე სამარცხვინოდ ტენდენციური დროებითი ევრო-ჩინოსნების.

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, დანაშაულის კონტროლის ინდექსს აქვეყნებს. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 92 % მიიღო და მსოფლიოში მე-17 ადგილზე გავიდა . დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას (იაპონიის გარდა), ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს“, - წერს გია აბაშიძე.