Loading data...
ღუდუშაური პრემიერის ღია წერილზე: ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ

„ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ“, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. 

წამყვანმა დეპუტატს კითხვა პრემიერ-მინისტრის ღია წერილთან დაკავშირებით დაუსვა.

„ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. არ შეიძლება ხელისუფლების არადემოკრატიული შეცვლის კუთხით პოლიტიკის გატარება ხდებოდეს. ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს, არამედ მთლიანად რეალობას დღევანდელ მსოფლიოში, რადგან დღევანდელ რეალობაში ეს უბრალოდ წარმოუდგენელია“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.