გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ქვეყნის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევა გადაწყვიტა. ინფორმაცია გერმანიის საგარეო უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოს ხელმძღვანელობა აწარმოებდა კამპანიას ევროკავშირისა და პირადად გერმანიის ელჩის, ბატონი ფიშერის წინააღმდეგ. ამიტომ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, ელჩი ფიშერი გამოიწვიოს კონსულტაციებისთვის შემდგომი ნაბიჯების განსახილველად. ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს საქართველოს საკითხს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
For many months, the Georgian leadership has been agitating against the EU, 🇩🇪 & also German Amb. Fischer personally. @AussenMinDE has therefore decided to recall Amb. Fischer for consultations on how to proceed. Tomorrow, the EU Foreign Affairs Council will address #Georgia.
— GermanForeignOffice (@GermanyDiplo) October 19, 2025