გახარიას პროპაგანდისტის ირაკლი წულაიას კრიმინალური წარსულის ქრონოლოგია
„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აქტივისტი ირაკლი წულაია წლებია მმართველი გუნდის მისამართით მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეწევა.
მისი წარსული საქმიანობის შესახებ საჯარო სივრცეში არაერთი სკანდალური ინფორმაცია გავრცელებულა. მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე წულაიას ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეზე მიუთითებს და მის ოჯახს კორუფციაში ადანაშაულებს.
გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი, რომელიც მის კრიმინალურ წარსულს უკავშირდება.
კერძოდ, 2007 წლის 31 დეკემბერს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა წულაია დააკავეს, რომელმაც 23 ოქტომბერს ლევან იმედაშვილი გაძარცვა.
2013 წლის 30 ივლისს, ირაკლი წულაია ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი დააკავეს, რომელიც 2 აგვისტოს სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.
2015 წლის 11 მაისს ასევე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იქნა დაკავებულ და 500 ლარით დაჯარიმებული.
2015 წლის 4 ოქტომბერს ირაკლი წულაია ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი განმეორებით იქნა დაკავებული.
2016 წლის 9 აგვისტოს ვაკე-საბურთალოს დეტექტივების განყოფილებების თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს ირაკლი წულაია, რომლის მანქანის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 0,016548 გრ. მეთადონი (მარილი).
2024 წლის 3 ივლისს პოლიციის საქმიანობის ხელის შეშლაზე და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
2024 წლის 16 ნოემბერს ირაკლი წულაია დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე რომელიც სასამართლომ 2025 წლის 11 მარტს დააჯარიმა 700 ლარით.
2025 წლის 19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტზე სასამართლომ 22 ოქტომბერს შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 8 დღით.
ირაკლი წულაია გასამართლებულია 2007 წელს ხულიგნობაზე, 2016 წელს ნარკოტიკების მოხმარებაზე და ასევე 2016 წელს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვისა და მოხმარების ფაქტებზე.