1758177284
პოლიტიკა
„გახარია საქართველოსთვის“ დაბა ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი წიქარიძემ კანდიდატურა მოხსნა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ჩოხატაურის ორგანიზაციის წევრმა, დაბა ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი წიქარიძემ (ამავე პარტიის პროპორციული სიის მე-3 ნომერი) თავისი კანდიდატურა მოხსნა.
როგორც „იმედინიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მან 15 სექტემბერს განცხადებით მიმართა ჩოხატაურის #62-ე საარჩევნო ოლქს ხსენებული მაჟორიტარული ოლქიდან მისი კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით.