გაბუნია რადიკალებზე: ცდილობენ, სიტუაცია დამძიმდეს, მოხდეს არეულობა და სამოქალაქო დაპირისპირება

„ქართულ ოცნებას“ აქვს გაცილებით უფრო მყარი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ვიდრე ეს იყო საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში“, - ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებში „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
„ჩვენ ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს. „ქართულ ოცნებას“ აქვს გაცილებით უფრო მყარი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ვიდრე ეს იყო საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პირველივე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, - აცხადებს გაბუნია.
საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა რადიკალების გეგმებზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება რადიკალების გეგმებს, მათი გეგმები არის დესტრუქცია. მათ იციან, რომ არანაირი შანსი იმისა, რომ დემოკრატიული გზით ხელისუფლებაში მოვიდნენ, არ აქვთ. ყველანაირად ცდილობენ, რომ სიტუაცია დამძიმდეს, მოხდეს არეულობა და სამოქალაქო დაპირისპირება“, - აღნიშნავს გაბუნია.