ევროპარლამენტარი გჟეგოჟ ბრაუნი - ევროკავშირი რასაც ეძახის დემოკრატიის უკუსვლას საქართველოში, შესაძლოა, ეს სუვერენიტეტის აღდგენაა, ხალხი ისმენს ომის გზავნილებს და ირჩევს მშვიდობას
„ევროკავშირი კიდევ ერთხელ ქადაგებს და ასწავლის დემოკრატიას, თქვენ რასაც ეძახით დემოკრატიის უკუსვლას საქართველოში, შესაძლოა, ეს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღდგენაა“, – ამის შესახებ პოლონელმა დამოუკიდებელმა ევროპარლამენტარმა გჟეგოჟ ბრაუნმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.
ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირი ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესი რეგრესია, მაგრამ შესაძლოა, გაჯანსაღებაა, როცა უფრო მეტ ადამიანს უბრუნდება საღი აზრი.
„ისინი თვალს ადევნებენ მოვლენებს, უსმენენ, ხედავენ და აცნობიერებენ, როგორი ცუდია ევროპული პროექტი. ენერგიაზე ფასები მატულობს, მათ ესმით ომის წაქეზებისკენ გზავნილები და ხალხი ამ დროს უბრალოდ ირჩევს მშვიდობასა და სუვერენიტეტს. საერთოდ როდიდან არის „ბიბისი“ ქიმიური იარაღის საკითხებში ექსპერტი? შესაძლოა, მას შემდეგ, რაც ისინი აფრთხილებდნენ მსოფლიოს, რომ სადამ ჰუსეინს აქვს ქიმიური იარაღი?“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.