Loading data...
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნაყოფიერი და გულწრფელი შეხვედრა გვქონდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პერე ჟოან პონის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნაყოფიერი და გულწრფელი შეხვედრა შედგა.

„ვისაუბრეთ 2024 წლის ანგარიშის შედეგებზე, იმ ყველა გამოწვევაზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ხვალ გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც უფრო მეტ დეტალს გაგაცნობთ“, - აღნიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, ასევე, შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ოპოზიციის წევრებს.