Loading data...
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებას: რომელი ევროკავშირისკენ მიგყავთ ქვეყანა 2030 წელს, სადაც ბავშვებისთვის სქესის შეცვლა ნებისმიერ ექიმთან, მშობლების თანხმობის გარეშე იქნება შესაძლებელი და სადაც დედას და მამას პოზიციის დაფიქსირებაც კი არ შეეძლებათ?

„ევროკავშირის ამ კოშმარული სტრატეგიის შემდეგ, რომელიც არა მხოლოდ წევრი ქვეყნებისთვისაა სავალდებულო, არამედ მისი უდიდესი ნაწილი გაწევრებაზე მოლაპარაკებებში მყოფ ქვეყნებსაც ეხება, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აყენებს საკითხს საქართველოს ხელისუფლების წინაშე - სასწრაფოდ გადახედოს ეგრეთ წოდებული „ევროინტეგრაციის“ პროცესს, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია იმ ნეგატიურ შედეგებზე, რაც ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალმა სტრატეგიამ შეიძლება მოუტანოს ქართულ საზოგადოებას და მომავალ თაობებს.

„ასევე, გვინდა მარტივი კითხვა დავსვათ - რომელი ევროკავშირისკენ მიგყავთ ქვეყანა 2030 წელს, სადაც ბავშვებისთვის სქესის შეცვლა ნებისმიერ ექიმთან, მშობლების თანხმობის გარეშე იქნება შესაძლებელი და სადაც დედას და მამას უფლება არ ექნებათ, არათუ ხელი შეუშალონ ამ სიგიჟეს, არამედ პოზიციის დაფიქსირებაც კი არ შეეძლებათ? რომელი ევროკავშირის წევრობას უპირებთ საქართველოს 2030 წელს, სადაც ამ დროისთვის ადამიანისთვის არც სქესი, არც იდენტობა, არც ეროვნულობა, არც რელიგია და არც ტრადიციები აღარ იარსებებს?“,- ვკითხულობთ განცხადებაში.