Loading data...
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, მოხარული ვარ, რომ ასეთი ახალგაზრდა თაობა მოდის საქართველოში“ - ლევან მაჭავარიანი ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებზე

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მეშვიდე ნაკადის მონაწილეებს პარლამენტის წევრები, ასევე, მუსიკოსი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი შეხვდნენ.

ინტერაქციულ რეჟიმში სტუმრებმა ახალგაზრდებს თავიანთი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და მათთან ერთად ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის როლზე იმსჯელეს. სხვადასხვა აქტუალურ თემასთან დაკავშირებით მოისმინეს მათი მოსაზრებები.

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი წელს 720 სკოლის მოსწავლესა და 1 920 სტუდენტს უმასპინძლებს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. მოხარული ვარ, რომ ასეთი ახალგაზრდა თაობა მოდის საქართველოში. ძალიან ბევრი სხვადასხვა შინაარსის კითხვა ჰქონდათ. ბევრი კითხვა თავად დავუსვით ახალგაზრდებს და გაგვიკვირდა, ასეთი ასაკის ბავშვებისგან ასეთი სწორი აზროვნება“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.