Loading data...
დიმიტრი სამხარაძე: „ნაცი“ რისი „ნაცია“, თუ საზიზღრობა არ დაგაბრალა, ძაღლების ცოცხლად დაწვა რომ თავში მოუვიდათ, გააჟღერეს და მერე დაგვაბრალეს! არანაირი მტკიცებულება, ფაქტი, მოწმე, მხოლოდ „ნაცის“ ნაამბობი

„ნაცი“ რისი ნაცია, თუ საზიზღრობა არ დაგაბრალა, ძაღლების ცოცხლად დაწვა რომ თავში მოუვიდათ, გააჟღერეს და მერე დაგვაბრალეს! არანაირი მტკიცებულება, ფაქტი, მოწმე, მხოლოდ „ნაცის“ ნაამბობი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს. 

„ნაცი“ რისი ნაცია, თუ საზიზღრობა არ დაგაბრალა? ფსიქოპორტრეტი „ნაცის“ ხომ ყველამ ვიცით? იმას დაგაბრალებს, რასაც თვითონ აკეთებდა და იცის რასაც ასრულებდა, დეტალებში გადმოიტანს, მოგაცხებს უფრო დამაჯერებელი რომ გამოიყვანოს თავისი ტყუილი!

„ნაცი“ ციხეში აწამებდა, აუპატიურებდა, კლავდა პატიმრებს და დღეს როდესაც ტელევიზორ-მაცივრით აღჭურვილი ნაც-პატიმრის ციხის დატოვებას ვუყურებთ, რეპრესირებულ ნაწამებ ნაცად წარმოაჩენს! ჩასუქებული, ფერზემოსული, პატიმარი ნაწამები ნაცი!

ციხეში ჭამისგან გასუქებით ნაწამებ „ნაცებს“ შორის, 2 ცალი გამხდარი „ნაციც“ ვნახეთ! მელია და ვაშაძე! ციხეში ჯანსაღი კვებით გამხდარი „ნაცი“, ღვიძლის გაცხიმოვნებისგან განკურნებული, გაახალგაზრდავებული „ნაცი“! ახლა რატომ ვყვები ამ ყველაფერს? „ნაცს“ სხვანაირად არ შეუძლია იარსებოს, თუ შფოთს არ შემოიტანს საზოგადოებაში და მერე ის ამით საზრდოობს, დასცინის საზოგადოებას, რომ მოგონილი ტყუილით ალაპარაკებს, ნერვებს უშლის, ქვეყანას განვითარებაში ხელს უშლის!

პირადად ჩემთვის „ნაცი“ გაჩენიდან, ვარდების რევოლუციიდან, უკვე მატყუარას ნიშნავდა და მის წამოწყებულ სიაფანდობას არასოდეს ავყოლილვარ! ვერ მივართმევ რომ დამცინოს და მაბოთავოს თავის ჭკუაზე, უკვე ავტომატურად მაქვს გამომუშავებული, რომ იქ სადაც „ნაცი“ მიეცხება, ტყუილი და დეზინფორმაციაა!  „ნაცის“ მსხვერპლი რომ არ აღმოჩნდე, მხოლოდ ერთი რამ უნდა გააკეთო! უმარტივესია, უადვილესი! გ ა დ ა ა მ ო წ მ ო „ნაცის“ ნათქვამი! 100-დან 90-თი კი, არადა ასივე ტყუილი აღმოჩნდება!

ახლა რაც შეეხება, ძაღლების ცოცხლად დაწვა რომ თავში მოუვიდათ, გააჟღერეს და მერე დაგვაბრალეს! არანაირი მტკიცებულება, ფაქტი, მოწმე, მხოლოდ ნაცის ნაამბობი! მეგობრებო! ცხოველზე არაადამიანური მოპყრობა ისჯება კანონით და ითვალისწინებს მრავალი წლით ციხეში ყოფნას.

ამიტომ, დამიჯერეთ, ორი თავი არავის აქვს, მით უმეტეს კარგად იცის ყველამ, რომ სამართალდამცავი უწყებების ახალი ხელმძღვანელობა არავის უტარებს კანონდარღვევას! ეს არის ფაქტი! დანარჩენი „ნაცების“ წამოწყებული საკუთარი წარსულიდან ბინძური ისტორიის სხვაზე დაბრალებაა!“, - აცხადებს დიმიტრი სამხარაძე.