Loading data...
დიმიტრი ხუნდაძე: როცა ჩვენ „ქართული ოცნება“ დავტოვეთ, მაშინ დავიწყეთ მხილება დასავლური დემოკრატიული სიყალბის, დღეს ისინი უკვე ვაშინგტონმაც ამხილა

„როცა ჩვენ „ქართული ოცნება“ დავტოვეთ, მაშინ დავიწყეთ მხილება დასავლური დემოკრატიული სიყალბის, დღეს ისინი უკვე ვაშინგტონმაც ამხილა, თუმცა მაშინ ვაშინგტონი ამაზე არ საუბრობდა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძემ გაიხსენა რა რეაქციები მოჰყვა მაშინ „ხალხის ძალის“ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან მძლავრი, ზიზღის ენის შემცველი ტალღა.

„ჩვენ მაშინ გავხდით ძალიან ძლიერი დარტყმის სუბიექტი, ეს ქარიშხალი წამოვიდა ჩვენი ოჯახის წევრების, შვილების, შვილიშვილების მიმართ. ეს იყო ძალიან მძლავრი ზიზღის ენის შემცველი ტალღა, მაშინ ალბათ მიუღებელი იყო ის, რაც დღეს უკვე პრაქტიკულად ჩვეულებრივი ამბავი გახდა“, - აღნიშნა ხუნდაძემ.